
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი დიმიტრი შაშკინი პარტიის ერთ-ერთი შეხვედრის ამსახველ ფოტოს აზიარებს, რომელმაც გარკვეული მითქმა-მოთქმა გამოიწვია.
ფოტოზე, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრთან და სხვა პირებთან ერთად, დეპუტატი კახა ოქრიაშვილიცაა.
შეკითხვაზე, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ" შესაძლოა, კახა ოქრიაშვილის პარტიასთან ითანამშრომლოს, შაშკინმა განაცხადა: „ნაციონალური მოძრაობა" არის ჩართული საარჩევნო კამპანიაში და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ 31 ოქტომბერს ეს ქვეყნისთვის დამაქცეველი რეჟიმი დავასრულოთ. რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, ყველაფერს აქვს თავისი ადგილი, თავისი დრო და აუცილებლად, როდესაც ეს დრო მოვა, ყველა შეკითხვას გაეცემა პასუხი", - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა "პირველ არხთან".
