რეზონანსი
22.08.2020

 „ის, რაც TV იმედის „ქრონიკაში" ვიხილეთ და მოვისმინეთ, მართლაც სერიოზული დაფიქრების საფუძველს იძლევა. კრემლისა და პუტინის პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი გამხმოვანებელი და რუპორი, ვლადიმერ ჟირინოვსკი ამბობს, რომ სწორედ სააკაშვილი უნდა გამოჩნდეს მინსკში, რომ ის აუცილებლად წამოეგებოდა პროვოკაციას, რაც შესანიშნავი მიზეზი იქნებოდა იმისათვის, რომ ბელორუსში რუსეთის ჯარები შეგვეყვანა და წესრიგი დაგვემყარებინაო" - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

მისი განცხადებით, ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ სწორედ სააკაშვილი და მისი ხელისუფლება იყო 2008 წელს საქართველოში რუსეთს ჯარების შემოსვლისა და შემდგომში ქვეყნის ტერიტორიის 20%-ს ოკუპაციის თანამონაწილე და ხელშემწყობი.

„სწორედ ასეთ ავანტიურისტად გვევლინება სააკაშვილი, რომელსაც შეუძლია, შეუძღვეს რუსეთის ჯარებს საქართველოში თუ სხვა ქვეყანაში, რუსეთის პოლიტიკისა და რუსული პროვოკაციების ერთ-ერთი მთავარ შემსრულებლი, რომელსაც ასეთი ნატვრით მოიხსენიებს ისეთი ოდიოზური ფიგურა, როგორიც ვლადიმერ ჟირინოვსკია" - წერს ნიკოლეიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×