რეზონანსი
22.08.2020

აფეთქება ახალქალაქში და ენზელ მკოიანის ვერსია - როგორც "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატი ამბობს, მას აფრთხილებდნენ, არჩევნებში მონაწილეობა არ მიეღო, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მის ახლობელს მოკლავდნენ.

უმრავლესობის წევრი მომხდარს მის საქმიანობას და არჩევნებს უკავშირებს. მკოიანი ასევე აპირებს ანდერძი დაწეროს და ყველაფერი იქ მოყვეს.

​"გარკვეული ეჭვი მაქვს, მაგრამ ამაზე ახლა ვერ ვისაუბრებ. ვაპირებ ანდერძი შევადგინო და ყველაფერს იქ დავწერ. მე სოციალური ქსელის მეშვეობით დამიკავშირდნენ და მეუბნებოდნენ რომ სახლში დავრჩენილიყავი და არჩევნებში არანაირი ფორმით არ მიმეღო მონაწილეობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, წაიყვანდნენ ჩემთვის ძვირფას ადამიანს,"- განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება - რეგიონების განვითარებისთვის" მდივანმა ენზელ მკოიანმა.

ადგილზე, სადაც აფეთქება მოხდა, ამ დრომდე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

გვიან ღამით, ახალქალაქში, "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატის ძმის მანქანა აფეთქდა. ენზელ მკოიანის ძმა საავადმყოფოშია გადაყვანილი. თავად ენზელ მკოიანი ამბობს, რომ სამიზნე არა მისი ძმა, არამედ თავად იყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×