რეზონანსი
22.08.2020

15 აგვისტოს ურეკში დამხრჩვალი 20 წლის ახალგაზრდა, რომელიც ახალციხელი ლუკა გელაშვილია, სანაპიროსთან ზღვამ გამორიყა.

მაშველები უწყვეტ რეჟიმში ეძებდნენ დაკარგულს.

"გურია ნიუსის" ინფორმაციით, ზღვიდან გამორიყული 20 წლის ახალგაზრდა მამამ იპოვა.

„გელაშვილის მამა ჩამოსული იყო და თავად, მაშველებთან ერთად, თავისი სურვილით ერთვებოდა სამძებრო მუშაობაში. ცოტა ხნით მაინც წავალ, გულს გადავაყოლებო - უთქვმს და კი უნახავს ერთგან, სანაპიროზე, ზღვისგან გამორიყული შვილის ცხედარი", - ამბობს წყარო "გურია ნიუსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×