რეზონანსი
22.08.2020

„ჩვენს ცენტრში, გუშინ გვყავდა 32 დადასტურებული შემთხვევა, მხოლოდ ერთი გამოჯანმრთელდა, ახალი პაციენტი არ მიგვიღია და დღევანდელი მონაცემებით, 31 პაციენტი მკურნალობს ჩვენს ცენტრში, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

„გვყავს ერთი კრიტიკულად მძიმე და ორი მძიმე პაციენტი. ისინი მკურნალობენ რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო და საშუალოზე მსუბუქია" - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მისივე ინფორმაციით, კოვიდცენტრებში 245 ადამიანი მკურნალობს. მათგან 5-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, 23 პაციენტის მდგომარეობა კი, ფასდება, როგორც მძიმე.

მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსისგან განკურნებულთა პროცენტული მაჩვენებელი 81%-ია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×