რეზონანსი
22.08.2020

თვითმფრინავი, რომლითაც რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი სამკურნალოდ გერმანიაში გადაჰყავდათ, ბერლინში ჩაფრინდა. ინფორმაცია ნავალნის პრესმდივანმა კირა იარმიშმა „ტვიტერზე" გაავრცელა.

„თვითმფრინავი, რომელსაც ალექსეი ნავალნი გადაჰყავს, ამ წუთას დაეშვა ბერლინში", - წერს კირა იარმიში.

შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად რუსი ექიმები ნავალნის ტრანსპორტირების წინააღმდეგი იყვნენ, თუმცა, მოგვიანებით განაცხადეს, რომ პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდა და მის გერმანიაში გადაყვანას დასთანხმდნენ. ნავალნის ბერლინის საუნივერსიტეტო საავადმყოფო Charité-ში უმკურნალებენ. მისი გერმანიაში ტრანსპორტირების ხარჯებს გერმანული არასამთავრობო ორგანიზაცია Cinema for Peace-ი ფარავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×