რეზონანსი
21.08.2020

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, ლენტეხის მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის შედეგად, სკიმუარის სათავე ნაგებობის წყალმომარაგების მაგისტრალურ ქსელზე მიყენებული ზიანი აღდგენილია.

„წყალმომარაგების კომპანიის შესაბამისი სამსახურების და ცაგერის სერვის-ცენტრის თანამშრომლების მიერ მთელი დღის განმავლობაში ინტენსიური მუშაობის შედეგად, მოსახლეობას წყლის მიწოდება უკვე აღუდგა.

დღეს ლენტეხის მუნიციპალიტეტში მოსულმა ძლიერმა ნალექმა დააზიანა სკიმუარის სათავე ნაგებობის მაგისტრალური ქსელი, რის შედეგადაც წყლის მიწოდება ათეულობით ოჯახს შეუწყდა.

ამ დროისთვის ყველა აბონენტს წყალი შეუფერხებლად მიეწოდება“, – აღნიშნულია კომპანიის ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×