რეზონანსი
21.08.2020

 ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა იმედი გამოთქვა, რომ კორონავირუსის პანდემია სადღაც ორ წელიწადში დასრულდება.

„უფრო მეტი კავშირების პირობებში ვირუსი უფრო სწრაფად ვრცელდება, თუმცა მის შესაჩერებლად ტექნოლოგიები გვაქვს. ვიმედოვნებთ, რომ პანდემია სადღაც ორ წელიწადში დასრულდება“, - განაცხადა ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×