რეზონანსი
21.08.2020

„ქართულმა ოცნებამ“ ყველაზე უკეთ შეძლო ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის დაცვა, ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვა და ადამიანის უფლებების დაცვა. ბიზნესი დღეს თავისუფალია და მეწარმეებს აქვთ მაქსიმალური ხელშეწყობა. ჩვენ შევძელით პრაგმატული და პროგრესული საგარეო პოლიტიკის გატარება, რის შედეგადაც ჩვენი მოქალაქეები უვიზოდ მოგზაურობენ ევროპაში, ქართული პროდუქცია კი ევროკავშირში ექსპორტზე გადის. ჩვენ გვაქვს ასოცირების ხელშეკრულება და უფრო ძლიერი ურთიერთობები ჩვენს პარტნიორებთან, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ გარდაბანში მოსახლეობისთვის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ზაურ დარგალის წარდგენაზე განაცხადა.

„ჩემთვის დიდი პატივია დღეს აქ ყოფნა და მინდა გადაგიხადოთ თითოეულ მოქალაქეს. პანდემიის პერიოდში ჩვენ რთული დღეები გამოვიარეთ. თქვენი მხარდაჭერით, მოთმინებითა და სახელმწიფოებრივი აზროვნებით ჩვენ შევძელით, რომ ეს რთული დღეები უკან მოგვეტოვებინა. დღეს, გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, ხელისუფლება ახერხებს ვირუსის ეფექტურად შეკავებას და ეს შესაძლებელია იმიტომ, რომ თითოეული მოქალაქე მხარში უდგას სახელმწიფოს ამ რთულ მომენტში. ჩვენ მომავალზე ორიენტირებული გუნდი ვართ. გვაქვს გეგმები და გვყავს გამოცდილი გუნდი, რომელსაც შეუძლია მომავალზეც აიღოს პასუხისმგებლობა. ჩვენი მთავარი საფიქრალი არის მომავალი. ისტორია გვაკისრებს დიდ პასუხისმგებლობას, რომ მშვიდობიანი, ჰარმონიული თანაცხოვრებით, სამოქალაქო საზოგადოების განვითარებით ერთად განვაგრძოთ საქართველოს დემოკრატიული განვითარება. მოკლედ შევაჯამებ, თუ რისი გაკეთება შევძელით ამ წლების განმავლობაში. „ქართულმა ოცნებამ“ ყველაზე უკეთ შეძლო ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის დაცვა, ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვა და ადამიანის უფლებების დაცვა. ბიზნესი დღეს თავისუფალია და მეწარმეებს აქვთ მაქსიმალური ხელშეწყობა. ჩვენ შევძელით პრაგმატული და პროგრესული საგარეო პოლიტიკის გატარება, რის შედეგადაც ჩვენი მოქალაქეები უვიზოდ მოგზაურობენ ევროპაში, ქართული პროდუქცია კი ევროკავშირში ექსპორტზე გადის. ჩვენ გვაქვს ასოცირების ხელშეკრულება და უფრო ძლიერი ურთიერთობები ჩვენს პარტნიორებთან. ოქტომბერში გველოდება ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები, ვინაიდან ამ წლებში საქართველოს მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმები გაატარა, შექმნა უფრო სამართლიანი გარემო, უფრო სწორი თამაშის წესები, უფრო გამჭვირვალე სისტემა და ეს არჩევნები უნდა გახდეს ჩვენი მომავალი სტაბილურობის და შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკური სისტემის დასაბამი. მაქსიმალურად ვმუშაობთ, რომ უსაფრთხოდ შევძლოთ რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო დამკვირვებლის ჩამოყვანა. პირველ რიგში ჩვენს ინტერესებში შედის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა და მთელმა მსოფლიომ დაინახოს, რომ საქართველო აძლიერებს თავის დემოკრატიას, ატარებს უპრეცედენტოდ გამჭვირვალე და სამართლიან არჩევნებს, არსებითად პროპორციული სისტემით“, - განაცხადა თალაკვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×