რეზონანსი
21.08.2020

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის მამა ექსპერტიზის შუალედურ დასკვნასთან დაკავშირებით საუბრობს. როგორც ირკვევა, თამარ ბაჩალიაშვილის ორგანიზმში 4 სახის ნივთიერებაა აღმოჩენილი.

ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ მათ შორის არც ერთი არ არის ფსიქოტროპული, ფსიქოაქტიური ან ნარკოტიკული მედიკამენტი.

თამარ ბაჩალიაშვილის მამა, ჯუმბერ ბაჩალიაშვილი ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მის შვილს სავარაუდოდ მედიკამენტები დანიშნულებისამებრ აქვს მიღებული.

"ალბათ შეიძლება თავის ტკივილი ან რაიმე ყოფილიყო. თვითმკვლელობა თუ არის, კი ბატონო, მოწმეებს რაღას აქრობენ, ბაჭულაშვილს ხელს აფარებენ, ფლეშკები დაიკარგა, კომპიუტერი წაიშალა, ტელეფონი წაიშალა, ექსპერტი დააშინეს, მოწმეებთან დადიან კარდაკარ, აშინებენ ყველას, აბა როგორ ფიქრობთ თქვენ?" - ამბობს თამარ ბაჩალიაშვილის მამა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×