რეზონანსი
21.08.2020

ქალბატონ ნელი დოროყაშვილს მოვუწოდებ, შესრულოს სასამართლოს გადაწყვეტილება და ნუ უმალავს ბავშვს მამას, ბებიას და ბაბუას, - ამის შესახებ საქართველოს პიერველ არხს ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ განუცხადა.

ადვოკატის თქმით, ამერიკაში ჩანიშნული მნიშვნელოვანი თამაშის წინ ბასილაშვილისთვის წარდგენილი ბრალის დაზუსტება ყოფილი მეუღლის მხრიდან მის „ფსიქოლოგიურ ტერორს უკავშირდება".

„დავიწყოთ იქედან, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილს წარდგენილი ჰქონდა ძალადობის მუხლის მეორე ნაწილი. როდესაც დაზუსტდა ბრალი და ეს არ მომხდარა დღეს, არამედ რამდენიმე თვის წინ, მას დაუზუსტა ეპიზოდები პირველი ნაწილით. შესაბამისად, ბრალის დამძიმებაზე საუბარი არის მიზანმიმართული დისკრედიტაცია. დოროყაშვილი და მისი დამცველები აკეთებენ ყველაფერს, რათა ბატონ ბასილაშვილს იმიჯი შეულახონ როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე და ეს არ არის პირველი შემთხვევა.

ქალბატონი დოროყაშვილის მხრიდან ბასილაშვილი არის ფსიქოლოგიური ტერორის მსხვერპლი. ჩვენ ვიცით, რომ ორ დღეში ბატონი ბასილაშვილი ამერიკაში, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ჩემპიონატზე მონაწილეობას მიიღებს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩემპიონატის წინ ნიკოლოზ ბასილშვილი არის ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ. ჩვენ ამას დავამტკიცებთ სასამართლოში.", - განაცხადა ირმა ჭკადუამ.

ადვოკატის თქმით, ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის მხრიდან ფინანსურ მხარეზე საუბარი უხერხულია.

„საუბარი გენდერულ ნიშანზე, ფინანსურ და ეკონომიკურ პრობლემებზე ძალიან უხერურხულია. ბატონ ბასილაშვილს ამაზე საუბარი არ სურს. საზოგადოებამ განსაჯოს, თუ რა ეკონომიკური და ფინანსური ვალდებულებები აქვს შესრულებეული ქალბატონ დოროყაშვილთან მიმართებში. ქალბატონ დოროყაშვილს მოვუწოდებ, შეასრულოს სასამართლო გადაწყვეტილება და ნუ უმალავს ბავშვს ბებიას, ბაბუას და მამას. მან იფიქროს ბავშვის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე. საზოგადოება ძალიან კარგად ხვდება, რასთან გვაქვს საქმე და მათი მხრიდან ფინანსურ მხარეზე ხაზგასმა, სულ ცოტა უხერხულია", - განაცხადა ირმა ჭკადუამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×