რეზონანსი
21.08.2020

მესტიის მუნიციპალიტეტში შექმნილი საგანგებო შტაბის შეხვედრა გაიმართა, სადაც განისაზღვრა ის ნორმები, რომელთა გათვალისწინებითაც, შესაძლებელი იქნება მუნიციპალიტეტის საზღვრებში გადაადგილება.

იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე გადაადგილდება მუნიციპალიტეტის ზედა ზონიდან ქვედა ზონის მიმართულებით, ან საპირისპიროდ, მესტიისა და ლენჯერის ტერიტორიაზე, მისი გატარება მოხდება მხოლოდ პოლიციის მეთვალყურეობით, პუნქტიდან პუნქტამდე გაცილებით.

იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს ესაჭიროება განსაკუთრებული საჭიროების ნივთები და მედიკამენტები, დაბა მესტიაში შესვლა შესაძლებელია მხოლოდ თქვენი ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელთან ერთად.

იქიდან გამომდინარე, რომ მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა ტერიტორიულ ერთეულს მოეხსნა შეზღუდვები, შესაბამისად აღდგა სამარშუტო მიკროავტობუსების მოძრაობა.

მიკროავტობუსების მოძრაობა იზღუდება მხოლოდ მესტიიდან და ლენჯერიდან, ამიტომ, ადგილობრივებს მხოლოდ საკუთარ სოფელში არსებული სატრანსპორტო საშუალებების გამოყენება შეუძლიათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×