რეზონანსი
21.08.2020

საქართველოს გენერალური პროკურორის ყოფილ პირველ მოადგილეს დავით საყვარელიძეს უკრაინაში კორონავირუსი დაუდგინდა, თუმცა აცხადებს, რომ კლინიკა უკვე დატოვა და თავს კარგად გრძნობს. ამის შესახებ დავით საყვარელიძემ „ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

მისი თქმით, უკვე ერთი კვირაა, რაც საავადმყოფოდან გაწერეს.

„ვირუსი მქონდა, ისევე როგორც სხვებს და ახლა აღარ მაქვს. უკვე სახლში ვარ გაწერილი. ნახევარ მსოფლიოს აქვს და შესაბამისად, მეც დამიდგინდა. უკვე ერთი კვირაა, რაც სახლში ვარ გაწერილი. ბოლო ტესტით ვირუსი აღარ მაქვს", - აცხადებს საყვარელიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×