რეზონანსი
21.08.2020

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, სტამბოლის, თელ-ავივის, კიევისა და მინსკის მიმართულებით ჩარტერული რეისები დაინიშნა.

„თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მორიგი ჩარტერული რეისები დაინიშნა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადების შესაბამისად, ავიაკომპანიები ჩარტერულ ფრენებს შემდეგი განრიგით შეასრულებენ:

25 აგვისტო, ავიაკომპანია ისრეარი, თბილისი-თელ-ავივი (გაფრენა - 16:55 ჩაფრენა - 18:40);

27 აგვისტო, ავიაკომპანია Belavia, თბილისი - მინსკი (გაფრენა - 03:45 ჩაფრენა - 05:45);

29 აგვისტო, ავიაკომპანია თურქეთის ავიახაზები, თბილისი-სტამბოლი (გაფრენა - 03:55 ჩაფრენა -05:30);

3 სექტემბერი, ავიაკომპანია Belavia, თბილისი - მინსკი (გაფრენა - 03:45 ჩაფრენა - 05:45);

3 სექტემბერი, ავიაკომპანია იანეარი, თბილისი - კიევი (გაფრენა - 10:00 ჩაფრენა - 12:00);

5 სექტემბერი, ავიაკომპანია თურქეთის ავიახაზები, თბილისი-სტამბოლი (გაფრენა - 03:55 ჩაფრენა - 05:30);

6 სექტემბერი, ავიაკომპანია Pegasus Airlines, თბილისი - სტამბოლი (გაფრენა - 03:50 ჩაფრენა - 05:20);

9 სექტემბერი, ავიაკომპანია Skyup Airlines, თბილისი - კიევი (გაფრენა - 08:45 ჩაფრენა - 10:45);

12 სექტემბერი, ავიაკომპანია თურქეთის ავიახაზები, თბილისი-სტამბოლი (გაფრენა - 03:55 ჩაფრენა - 05:30);

13 სექტემბერი, ავიაკომპანია Pegasus Airlines, თბილისი-სტამბოლი (გაფრენა - 03:50 ჩაფრენა - 05:20);

15 სექტემბერი, ავიაკომპანია Skyup Airlines, თბილისი - კიევი (გაფრენა - 08:45 ჩაფრენა - 10:45);

19 სექტემბერი, ავიაკომპანია თურქეთის ავიახაზები, თბილისი-სტამბოლი (გაფრენა - 03:55 ჩაფრენა - 05:30);

20 სექტემბერი, ავიაკომპანია Pegasus Airlines, თბილისი-სტამბოლი (გაფრენა - 03:50 ჩაფრენა - 05:20);

23 სექტემბერი, ავიაკომპანია Skyup Airlines, თბილისი - კიევი (გაფრენა - 08:45 ჩაფრენა - 10:45);

26 სექტემბერი, ავიაკომპანია თურქეთის ავიახაზები, თბილისი-სტამბოლი (გაფრენა - 03:55 ჩაფრენა - 05:30);

27 სექტემბერი, ავიაკომპანია Pegasus Airlines, თბილისი-სტამბოლი (გაფრენა - 03:50 ჩაფრენა - 05:20);

30 სექტემბერი, ავიაკომპანია Skyup Airlines, თბილისი - კიევი (გაფრენა - 08:45 ჩაფრენა - 10:45)", - აცხადებენ სააგენტოში.

ამავე ინფორმაციით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიებს აღნიშნული მიმართულებებით ჩარტერული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვები უკვე მიენიჭათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×