რეზონანსი
21.08.2020

ხვიჩა მღებრიშვილს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ე.წ. სასამართლომ მღებრიშვილის საქმის განხილვა გუშინ დაიწყო და გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

ხვიჩა მღებრიშვილის ახლობლები იმედოვნებდნენ, რომ დაკავებულის გათავისუფლება დღეს მოხდებოდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ე.წ. სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების შესახებ შეიტყვეს საქართველოს ხელისუფლებას მიმართავენ და დაკავებულის უპირობოდ გასათავისუფლებლად ღონისძიებების გასატარებლად 10-დღიან ვადას აძლევენ.

დაკავებულის ძმის ჯუმბერ მღებრიშვილის თქმით, იმ შემთხვევაში თუ 10 დღის ვადაში არ მოხდება დაკავებულის უპირებოდ გათავისუფლება, პროტესტის ნიშნად ფართომაშტაბიან აქციას გამართავენ.

შეგახსენებთ, მეჯვრისხევის მცხოვრები ხვიჩა მღებრიშვილი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 3 ივლისს დააკავეს, მოგვიანებით კი, დე ფაქტო ცხინვალის ე.წ. უშიშრობის კომიტეტმა ინფორმაცია გაავრცელა, თითქოს, მღებრიშვილი ოკუპირებული რეგიონის ტერიტორიაზე შეგნებულად გადავიდა და შემდგომი რეალიზაციის მიზნით, ღამურების დაჭერას ცდილობდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×