რეზონანსი
21.08.2020

ომსკის საავადმყოფოში, სადაც რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი წევს, გერმანელი ექიმები შეუშვეს, - ინფორმაციას ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის პრესმდივანი კირა იარმიში ავრცელებს.

„ვიცით, რომ ცოტა ხნის წინ საავადმყოფოში შევიდნენ გერმანელი ექიმები, რომლებიც სამედიცინო ბორტით ჩამოფრინდნენ. სად იმყოფებიან ისინი ახლა და ვის ესაუბრებიან, არ ვიცით. ყველა ადგილობრივი ექიმი სადღაც გაქრა", - წერს იარმიში სოციალურ ქსელ „ტვიტერში".

გერმანიიდან ომსკში თვითმფრინავი ალექსეი ნავალნის ტრანსპორტირებისთვის დღეს ჩაფრინდა. მანამდე, ომსკის საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა განაცხადა, რომ ნავალნის ტრანსპორტირების წინააღმდეგია, მისი არასტაბილური მდგომარეობის გამო.

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ტომსკიდან მოსკოვში მიფრინავდა, როდესაც თვითმფრინავში შეუძლოდ გახდა. თვითმფრინავი ომსკში საგანგებოდ დაეშვა. ნავალნის გუნდში აცხადებენ, რომ პოლიტიკოსი მოწამლეს. ის უგონო მდგომარეობაშია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×