რეზონანსი
21.08.2020

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის ბადრი ლიპარტელიანის ინფორმაციით, გარესამყაროს მოწყვეტილ მოსახლეობასთან სატელეფონო კომუნიკაცია აქვთ და საჭიროების შემთხვევაში მათ საკვებს და მედიკამენტებს მიაწვდიან.

ლენტეხის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად გარესამყაროს ხუთი სოფელია მოწყვეტილი. სოფლებთან: დურაში, ესიერი, საყდარი, მუწდი და ტვიბი დამაკავშირებელი ხიდები ადიდებულმა მდინარეებმა - მუხრამ და ჩოლშურამ წაიღო.

ბადრი ლიპარტელიანის ინფორმაციით, თუ წვიმა გაგრძელდა, არ არის გამორიცხული რამდენიმე ადგილობრივის გაყვანა გახდეს საჭირო.

სტიქიის ზონაში იმყოფებიამ მხარის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი და მაჟორიტარი დეპუტატი. ისინი არსებულ მდგომარეობას ადგილზე ეცნობიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×