
თამარ ბაჩალიაშვილის ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის შუალედურ დასკვნაში, წერია, რომ აღებულ ნიმუშებში წნევის წამლების კვალი გამოჩნდა. ექსპერტიზის შუალედურ დასკვნას ტელეკომპანია „ფორმულა" ავრცელებს.
"ბაჩალიაშვილის ცხედარის კუჭიდან, ღვიძლიდან, ნაღვლის ბუშტიდან და ნაწლავებიდან ამოიღეს ნიმუშები, სადაც სხვადასხვა წნევის წამლების კვალი ფიქსირდება. ჯერჯერობით უცნობია რა დოზით აქვს თამარ ბაჩალიაშვილს ეს წამლები მიღებული", - წერია ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის შუალედურ დასკვნაში.
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, დასკვნაში ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები წერია, რომელსაც ადამიანი შეიძლება ყოველდღიურად იღებდეს.
"ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის შუალედური დასკვნის მიხედვით უნდა გარკვეულიყო რა ნივთიერებები ჰქონდა მიღებული, ნარკოტიკი თუ იყო მის ორგანიზმში, ფსიქოტროპული, ფსიქოაქტიური, ალკოჰოლური ნივთიერებები.
შუალედური ექსპერტიზის დასკვნიდან გამომდინარე, მას აღწერილი აქვს სხვადსხვა ნივთიერება, სხვადასხვა დასახელების პრეპარატი, ოღონ არა იმ რაოდენობის, რაც შუალედურში არ არის მითითებული, ეს იქნება საბოლოო დასკვნაში.
დასკვნაში ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები წერია, რომელსაც ადამიანი შეიძლება ყოველდღიურად იღებდეს.
შეეძლო თუა არა ამ წამლებს გამოეწვია გარდაცვალება, ეს ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს", - განაცხადა ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა.
იყო თუ არა ალკოჰოლი თამარ ბაჩალიაშვილის სხეულში - ამ კითხვას დასკვნაში პასუხი არ აქვს გაცემული. შუალედური დასკვნის მიხედვით ბაჩალიაშვილის ცხედარს ლპობა ჰქონდა დაწყებული.