რეზონანსი
21.08.2020

რუსეთისგან შესაბამისი პოლიტიკური ნება თუ იქნება, როგორც კი ეპიდემიოლოგიური ვითარება მოგვცემს საშუალებას, ფრენების აღდგენის საკითხი შეიძლება, დაიძრას, - ამის შესახებ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომელმაც ინტერვიუში თქვა: „მინდა, მქონდეს იმედი, რომ საქართველოსთან ფრენების აღდგენა უახლოესი მომავლის საკითხია".

მისი თქმით, ფრენები საქართველოს მიზეზით არ შეჩერებულა.

„ჩვენ დაინტერესებული ვიყავით და ვართ, რათა აღდგეს პირდაპირი ავიამიმოსვლა რუსეთთან, მაგრამ ეს ზოგადად, უნდა განვიხილოთ ეპიდემიოლოგიური ვითარების კონტექსტში და ამასთან არის დაკავშირებული.

ჩვენ ღრმად ვართ დაინტერესებულნი, რომ გაგრძელდეს დიალოგი ჟენევის ფორმატში, სადაც ხდება საქართველო-რუსეთის ურთიერთობების ყველაზე რთული საკითხების განხილვა, მათ შორის უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საკითხების. პრაღის ფორმატის მორიგი შეხვედრა და კონკრეტული თარიღი დაკავშირებულია ასევე ეპიდემიოლოგიურ ვითარებასთან, როგორც ამის საშუალებას მოგვცემს ეს ვითარება. მე ვფიქრობ, რომ ეს შეხვედრა ჩატარდება და განვიხილავთ დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს.

რუსეთისგან შესაბამისი პოლიტიკური ნება თუ იქნება, ვფიქრობ, როგორც კი ეპიდემიოლოგიური ვითარება მოგვცემს საშუალებას, ეს საკითხი შეიძლება, დაიძრას", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×