რეზონანსი
21.08.2020

კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან ერთი აჭარაში გამოვლინდა. „კოვიდ-19" ქობულეთში ერთ-ერთი საოჯახო სასტუმროს მეპატრონეს, შუახნის მამაკაცს დაუდასტურდა.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, რუსუდან შავიშვილის განცხადებით, დღევანდელი შემთხვევა არ უკავშირდება ე.წ. ქობულეთის კლასტერს, ინფიცირებული კავშირში იმყოფებოდა ერთ-ერთ პირთან, რომელსაც კორონავირუსი გუშინ თბილისში დაუდასტურდა.

ინფიცირებულის ახლობლები და საოჯახო სასტუმროს სტუმრები, სულ 18 პირი იზოლაციაში იმყოფებიან. მათგან 15 საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს, სამი კი, თვითიზოლაციაში რჩება.

ინფიცირებულის მდგომარეობა სტაბილურია. იგი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც 26 პაციენტი მკურნალობს.

საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 20 პაციენტი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×