რეზონანსი
21.08.2020

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლა მალე აღდგება. ამის შესახებ რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გაზეთ „ტრუდისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„ვიმედოვნებ, რომ საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენა ახლო მომავლის საკითხია. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოში მოვლენებს და ველოდებით რეგიონში და მსოფლიოში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუმჯობესებასა და ავიამიმოსვლის აღდგენას", - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

სერგეი ლავროვმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ კარასინი-აბაშიძის ფორმატში პოლიტიკური დიალოგი მალე აღდგება.

„რუსეთი ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ქართველ ხალხთან კავშირებს. დარწმუნებული ვარ, რომ არსებული უთანხმოებების გადალახვა, ორმხრივი კავშირების აღდგენა და განვითარება ჩვენი ქვეყნებისა და ხალხის ინტერესებს პასუხობს. რაც უფრო მეტი ნორმალიზაცია იქნება, მით უკეთესია. რუსეთის მხრიდან შეზღუდვები არ არსებობს. ჩვენს ქართველ პარტნიორებს კი, რომლებიც პერიოდულად ანტირუსულ თამაშს თამაშობენ, თანმიმდევრულობა აკლიათ", - დასძინა მან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×