რეზონანსი
21.08.2020

მშობლების ნაწილს აინტერესებს, აიღებენ თუ არა დახმარებას ის მშობლები, ვინც ბანკშია „გაშავებული“?

მთავრობის დადგენილება N505-ში, რომლის მიხედვითაც ოფიციალურად განისაზღვრა 0-დან 17 წლის ჩათვლით პირთა 200-ლარიანი დახმარება, ვკითხულობთ:

„ამ წესით გათვალისწინებული ერთჯერადი ფულადი გასაცემელი არ ექვემდებარება ყადაღას, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად“.

აქედან გამომდინარე, ის პირები, ვისაც ბანკებთან არცთუ მეგობრული ურთიერთობები აქვთ, ბავშვთა 200-ლარიანი დახმარების მიღებას მაინც შეძლებენ, მიუხედავად იმისა, ე.წ. შავ სიაში არიან თუ არა".

შესაბამისად, სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტებთან დაკავშირებული დავალიანების მიუხედავად, მშობლებს 200-ლარიანი დახმრება მაინც ჩაერიცხებათ.

იხილეთ სრულად: პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×