რეზონანსი
20.08.2020

„დინამო თბილისის“ მთავარმა მწვრთნელმა, კახა ჩხეტიანმა გუნდიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო, – იუწყება კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.

კახა ჩხეტიანი: გუშინ დასრულებულ მატჩს სოციალურ ქსელში დინამოს ფეხბურთელების, მწვრთნელების და ხელმძღვანელობის ბულინგი მოჰყვა. ყველაფერზე პასუხისმგებელი მე ვარ და რომ არ გაილანძღოს ის ხალხი, ვინც მე ამ გუნდის მთავარი მწვრთნელობა მანდო და ასევე ფეხბურთელები, რომელთა იმედიც მქონდა და მომავალშიც მექნება – ვიღებ გადაწყვეტილებას, რომ დავტოვო კლუბი.

მადლობა ხელმძღვანელობას, კლუბის თითოეულ თანამშრომელს, ჩემს სტაფს, ფეხბურთელებს, რომლებიც ჩვენთან ერთად თავდაუზოგავად შრომობდნენ, მადლობა ერთგულ გულშემატკივარს, რომელიც დინამოს ყველა შეხვედრისას გვერდით უდგას. მინდა ყველას წარმატება ვუსურვო“.

„დინამო თბილისი“ ოფიციალურ განცხადებას უახლოეს მომავალში გააკეთებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×