რეზონანსი
20.08.2020

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად თორნიკე გოგებაშვილი აირჩიეს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს რაგბის კავშირი ავრცელებს.

„2020 წლის 20 აგვისტოს გაიმართა საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის სხდომა. გამგეობის წევრებმა ცნობად მიიღეს გიორგი გორგასლიძის განცხადება კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ.

ამავე სხდომაზე საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად არჩეული იქნა კავშირის ვიცე-პრეზიდენტი თორნიკე გოგებაშვილი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×