რეზონანსი
20.08.2020

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილის, ნინო ვიბლიანის განცხადებით, დაწესებული შეზღუდვები ხვალიდან, 21 აგვისტოდან იხსნება მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა სოფლისთვის,  გარდა დაბა მესტიისა და ლენჯერის თემისა.

„განმეორებითი ტესტირება ვადის მიხედვით, 21 აგვისტოს უწევს. ხვალიდან დაიწყება ლენჯერის თემში, ჩაკეტილ სივრცეში მცხოვრებლების, მიზნობრივი ჯგუფების ტესტირება. ასევე, ვისაც საკარანტინო სივრცის დატოვება 21 რიცხვში უწევს, მათი ტესტირებაც დაიწყება ხვალიდან,“ – განაცხადა ვიბლიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×