რეზონანსი
20.08.2020

ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მკვლელობის მომზადების საქმეზე დაკავებული ვასამბეკ ბოკოვი დუმილს არღვევს. ციხიდან „რუსთავი 2“-ისთვის გაგზავნილ წერილში ბოკოვი გაბუნიას მკვლელობის მომზადების საქმესთან კავშირს უარყოფს და აცხადებს, რომ ის ცრუ ბრალდებით დააკავეს.

წერილიდან ირკვევა ბოკოვის უკრაინასთან კავშირიც, რომელზეც უკრაინელი ჟურნალისტებიც საუბრობდნენ და ამ თემაზე რამდენიმე კვირის წინ პრესკონფერენციაც გამართეს. ბოკოვი ადასტურებს, რომ საქართველოდან უკრაინაში უნდა დაბრუნებულიყო, უკრაინელი ჟურნალისტები კი აცხადებენ, რომ თავდაპირველად გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია უკრაინაში იგეგმებოდა, ხოლო მას შემდეგ რაც ამის გაკეთება ვერ მოხერხდა, საქმის ბოლომდე მისაყვანად ბოკოვი საქართველოში გამოგზავნეს. უკრაინელი ჟურნალისტების მტკიცებით, ეს მოსაზრება მათ სააკაშვილი-ადეიშვილის სატელეფონო საუბრის ჩანაწერმაც გაუმყარა, რომლის ავთენტურობაც ჯერ დადასტურებული არაა.

„12 ივნისს მე გაუგებარი მიზეზით, სრულიად უსაფუძვლოდ დამაპატიმრეს და დღემდე პატიმრობაში მამყოფებენ. შემდგომში ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ დამაპატიმრეს ჟურნალისტის მკვლელობის მცდელობის საქმის ფარგლებში, რომელთანაც მცირედი კავშირიც კი არ მაქვს“, - წერს ბოკოვი და საქართველოში ჩამოსვლის რამდენიმე მიზეზს ასახელებს. მისი განცხადებით, ერთ-ერთი მიზეზი პანკისის ხეობაში ორი დაპირისპირებული გვარის შერიგებაა, მეორე კი ბიზნესსაქმიანობა. თუმცა ირკვევა, რომ ბოკოვს არც პანკისში იცნობენ და არც იმ ავტომომსახურების ცენტრში უნახავს ვინმეს ოდესმე, სადაც, ბოკოვის მტკიცებით, ის მუშაობდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×