რეზონანსი
20.08.2020

საოკუპაციო რეჟიმის მიერ სოფელ მეჯვრისხევიდან გატაცებული ხვიჩა მღებრიშვილი ისევ უკანონო პატიმრობაში რჩება. ე.წ სასამართლო საკითხზე რამდენიმე საათის განმავლობაშ მსჯელობდა.

ე.წ. სასამართლო პროცესი ხვალ პირველ საათზე განახლდება, სადაც კიდევ ერთხელ განიხილავენ რამდენად კანონიერია ხვიჩა მღებრიშვილის პატიმრობაში დატოვება. სწორედ ამ სხდომის შემდეგ გაირკვევა, გაათავისუფლებენ თუ არა, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები გატაცებულს.

იმის შესახებ, რომ მღებრიშვილის საქმეზე ე.წ. სასამართლო პროცესები უკვე დაწყებულია, ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ცხელი ხაზით მიიღო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×