რეზონანსი
20.08.2020

18 წლამდე ბავშვებისთის მთავრობის მიერ 200 ლარიან დახმარებას საზოგადოების ერთი ნაწილი პოზიტიურად მიიჩევს, მეორეს ნაწილი კი წინასაარჩევნო პიარის ნაწილი ჰგონია.

პიარტექნოლოგი ლალი მოროშნიკა არ ეთანხმება მათ, ვინც ფიქრობს, რომ 200 ლარიანი დახმარება წინასაარჩევნო პიარის ნაწილია.

"რა თქმა უნდა, 200 ლარი იმ ტრავმირებულ დღეებს ვერავის აუნაზღაურებს, მაგრამ ერთგვარი დამამშვიდებელი ბონუსი იქნება. თანაც, ბევრი ოჯახისთვის 200 ლარი საარსებო საშუალებაა. ოჯახი, სადაც 2-3 ბავშვია, 600 ლარს აიღებს და ეს ფული ერთ თვეს მაინც გაატანინებს. ჩვენი რეალობა მძიმეა, ეკონომიკური ფონი - უმწვავესი, ამიტომ კარგია, რომ სახელმწიფო ცდილობს, ხვედრი შეუმსუბუქოს კრიზისში მყოფ ადამიანებს. ბავშვები ამ სიტუაციაში ყველაზე მეტად ითრგუნებიან. ეს ჩემი შვილიშვილების მაგალითზე კარგად ვიცი... კატეგორიულად ვერ დავეთანხმები იმათ, ვინც ფიქრობს, რომ ეს 200 ლარი წინასაარჩევნო პიარის ნაწილია", - თქვა მოროშკინამ "სარკესთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×