
ანტალიაში ე.წ. კანონიერი ქურდი ნადირ სალიფოვი იგივე "გული" მოკლეს. თურქული მედიის ცნობით, "კრიმინალური სამყაროს" "ბოსი" თავისი გარემოცვის წევრმა "ხან აჰმედილინსკიმ" კეფაში ცეცხლსასროლი იარაღის გასროლით მოკლა. ის სამართალდამცავებმა ქალაქ დენიზლისკენ მიმავალ გზაზე დააკავეს. თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, სალიფოვს ანტალიაში, ერთ-ერთ რესტორანში ვახშმობისას ესროლეს, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა.
"კრიმინალური სამყაროს" "ბოსი", ნადირ სალიფოვი 1972 წლის 28 აგვისტოს საქართველოში, დმანისში დაიბადა. სალიფოვი ჯერ კიდევ პატარა იყო, როცა საცხოვრებლად საქართველოდან ბაქოში გადავიდა. მას ორი ძმა ჰყავს. უმცროსი ძმა, ნამიკ სალიფოვი, უფროსის კვალს გაჰყვა და ისიც "კანონიერი ქურდი" გახდა.
"კრიმინალური სამყაროს" "ბოსი", ნადირ სალიფოვი 1972 წლის 28
აგვისტოს საქართველოში, დმანისში დაიბადა. სალიფოვი ჯერ კიდევ პატარა იყო, როცა საცხოვრებლად საქართველოდან ბაქოში გადავიდა. მას ორი ძმა ჰყავს. უმცროსი ძმა, ნამიკ სალიფოვი, უფროსის კვალს გაჰყვა და ისიც "კანონიერი ქურდი" გახდა.
1995 წლისთვის, 22 წლის სალიფოვს კრიმინალური საქმეების გამო უკვე კარგად იცნობდნენ აზერბაიჯანში. მას სხვადასხვა დანაშაულის გამო სდებდნენ ბრალს, მათ შორის იყო ქურდობა და ხალხის გატაცებაც. დაკავებული "გული" გამოძიებასთან არ თანამშრომლობდა, არც დანაშაულს აღიარებდა, თავისუფლების აღკვეთა, რომელიც 15 წელს გულისხმობდა, გაუზარდეს და 27 წლით შეუცვალეს. მან სასჯელი სხვადასხვა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოიხადა. ზოგიერთი ფიქრობდა, რომ დიდი ხნით კოლონიაში ყოფნა დაეხმარა, ცოცხალი გადარჩენილიყო.
2000 წელს, სალიფოვის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა, ის "კანონიერ ქურდად" "მონათლეს". აღსანიშნავია ისიც, რომ მისი "ნათლობა" დაუსწრებლად მოხდა, რადგან სალიფოვი ამ დროს ისევ ციხეში იმყოფებოდა. "კანონიერ ქურდად" "ნათლობის" ინიციატორები ქართველი "კრიმინალური ავტორიტეტები" რაულ ქირია, იგივე "რაულ რუსთავსკი" და ჯეირან ასლანოვი, იგივე "ჯეირან რუსთავსკი" გახლდათ.
აზერბაიჯანში, გაბუსტანის დახურულ კოლონიაში ყოფნისას, მან ციხეში არალეგალურად მოწყობილი კაზინო გახსნა და როგორც ამბობენ, არც მსუბუქი ყოფაქცევის ქალების გარემოცვას იკლებდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ამ ქალბატონებს შორის იყო "მის აზერბაიჯანი 2006"-იც.
სალიფოვი გართობის სანაცვლოდ კოლონიის პერსონალსაც ფულს უხდიდა, მაგრამ მალე ეს სიტუაცია შეიცვალა. ციხის ხელმძღვანელობა ფულით ვერ დაკმაყოფილდა და არც სალიფოვის "მაგარი ბიჭობა" მოეწონათ. სალიფოვს არალეგალური კაზინოც დაუხურეს, მას ვეღარც მსუბუქი ყოფაქცევის ქალები სტუმრობდნენ, ხოლო ის თანამშრომლები, რომლებიც სალიფოვისგან ფულს იღებდნენ სამსახურიდან დაითხოვეს. თანამშრომლების მიცემული ჩვენებების საფუძველზე სამართალდამცავებმა საქმე გაუპატიურების მცდელობაზეც აღძრეს, თუმცა გოგონებმა, რომლებიც სასამართლო პროცესზე გამოიძახეს, ამ ბრალდებაზე სიცილი დაიწყეს და განაცხადეს, რომ ისინი საკანში თავიანთი ნებით მიდიოდნენ და ვიზიტში 500$-საც იღებდნენ.
წყარო: კვირის პალიტრა