რეზონანსი
20.08.2020

თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი სოფელ მაწევანთან პროკურატურის მიერ ჩატარებულ ექსპერიმენტს უნდობლობას უცხადებს.

თეონა თამაზაშვილის თქმით, თამარის გარდაცვალების საქმის გამოძიება არჩევნებამდე უნდა დასრულდეს.

"ეს არის მორიგი წარმოდგენა ჩემი აზრით, ვითომ, აი, რაღაცას ვაკეთებთ. მანქანის დგომა-არდგომის გადამოწმება, სატელიტური ჩანაწერებით არის შესაძლებელი, რაც მარტივად შეუძლიათ, რომ გამოითხოვონ. შემდეგ გაიგებენ, იდგა თუ არა ის მანქანა 5 დღე იქ.

ექსპერიმენტების ჩატარება ჩემთვის მიუღებელია და არაფრის მომცემი არაა. დროის გაჭიანურება უნდათ არჩევნებამდე, ილუზიებში არიან, რომ გაწელავენ. ამას ვერ ეღირსებიან. არჩევნებამდე უნდა იქნას თამარ ბაჩალიაშვილის საქმე გამოძიებული", - განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×