რეზონანსი
20.08.2020

გიორგი შაქარაშვილის დედის თამარ შავლაშვილის ჩვენება ხდება ცნობილი, სადაც ამბობს, რომ ის შვილს ბოლოს ღამის 12 საათისთვის ესაუბრა.

ჩვენებაში, რომელიც "ტვ პირველმა" მოიპვა, ფეხბურთელის დედა ასევე აცხადებს, რომ საუბრისას შვილის ხმაში არაფერი შეუნიშნავს.

"2020 წლის 18 ივნისს დილით სახლიდან გავედი დაახლოებით, 10:30 საათისთვის. ამ დროს, გიორგის ისევ ეძინა. მას მაინც დავუტოვე თანხა, რადგან ვიცოდი, რომ დაბადების დღეზე მიდიოდა ქალაქგარეთ. მას შემდეგ გიორგი აღარ მინახავს. ამის შემდეგ, სანამ გიორგი წავიდოდა დაბადების დღეზე, სოციალურ ქსელ ფეისბუქის მესენჯერში მომწერა, რომ უნდა წასულიყო ფალიაშვილის ქუჩაზე, სალონში. ამის შემდეგ, იმის გამო, რომ გიორგი ტელეფონი არ ჰქონდა, დავურეკე გურამ ამირხანაშვილს დაახლოებით, 20:00 საათისთვის და ვკითხე წავიდნენ თუ არა დაბადების დღეზე. რა დროსაც, გურამ ამირხანაშილმს მითხრა, რომ იყო დიდუბის მეტროსთან, ელოდებოდა გიორგი და უნდა წასულიყვნენ დაბადების დღეზე. ამის შემდეგ, დაახლოებით, 00:00 საათისთვის დავკრეკე კვლავ გურამ ამირხანაშილის ტელეფონზე რა დროსაც ვესაუბრე გიორგის, რომელსაც ვკითხე როდის მოვიდოდა სახლში? რაზეც მითხრა, რომ დაბრუნედობოდა დილით. ასევე, ვუთხარი, რომ სახლის კარგს ღიას დავტოვებდი. ამ დროს გიორგი მესაუბრა ჩვეულებრივად. საუბარში არანაირი აღელვება, შეშოთება ან ნერვიულობა არ ეტყობოდა. მესაუბრა ჩვეულებრივად, მშვიდი ტონით", - ამბობს შაქარაშვილის დედა ჩვენებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×