რეზონანსი
20.08.2020

მამაკაცი, რომელმაც ბათუმში სავალუტო ჯიხური დააყაჩაღა, ლანჩხუთის საკრებულოს თავჯდომარის, ბესო ტაბიძის შვილია.

ლანჩხუთში "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ვაჟი, ლომბარდის მეპატრონეს თავს დაესხა და აგური ჩაარტყა.

როგორც ირკვევა, დაკავებულმა თანხის წაღება ვერ მოასწრო. დაკავებული 18 წლის ახალგაზრდაა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2001 წელს დაბადებული ვ.ტ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×