რეზონანსი
20.08.2020

გიორგი შაქარაშვილის საქმე - 19 წლის ფეხბურთელის დედის, თამარ შალვაშვილი ჩვენება ხდება ცნობილი, სადაც ის საბედისწერო ღამეს დეტალურად აღწერს.

ჩვენების მიხედვით, რომელსაც "ტვ პირველი" ავცრელებს დგინდება, რომ შვილს ბოლოს ღამის 12 საათზე ესაუბრა,

"2020 წლის 18 ივნისს დილით სახლიდან გავედი დაახოებით, 10:30 საათისთვის. ამ დროს, გიორგის ისევ ეძინა. მას მაინც დავუტოვე თანხა, რადგან ვიცოდი, რომ დაბადების დღეზე მიდიოდა ქალაქგარეთ. მას შემდეგ გიორგი აღარ მინახავს. ამის შემდეგ, სანამდ გიორგი წავიდოდა დაბადების დღეზე, სოციალურ ქსელ ფეისბუქის მესენჯერში მომწერა, რომ უნდა წასულიყო ფალიაშვილის ქუჩაზე, სალონში. ამის შემდეგ, იმის გამო, რომ გიორგი ტელეფონი არ ჰქონდა, დავურეკე გურამ ამირხანაშვილს დაახლოებით, 20:00 საათისთვის და ვკითხე წავიდნენე თუ არა დაბადების დღეზე. რა დროსაც გურამ ამირხანაშილმს მითხრა, რომ იყო დიდუბის მეტროსთან ელოდებოდა გიორგი და უნდა წასულიყვენნე დაბადების დღეზე. ამის შემდეგ, საახლოებით, 00:00 საათისთის დავკერე კვლავ გურამ ამირხანაშილის ტელეფონზე რა დროსაც ვესაუბრე გიორგის, რომელსაც ვკტხე როდის მოვიდოდა სახლში რაზეც მითხრა, რომ დაბრუნედობოდა დილით. ასევე, ვუთხარი, რომ სახლის კარგს ღიას დავტოვებდი. ამ დროს გიორგი მესაუბრაჩვეულებრივად. საუბარში არანაირი აღელვება, შეშოთება ან ნერვიულობა არ ეტყობოდა. მესაუბრა ჩვეულებრივად, მშვიდი ტონით".

შაქარაშვილის დედა ამბობს, რომ გიორგის გაუჩინარების ამბავი გურამ ამირხანაშვილისგან, გამთენიისას შეიტყო.

„დაახლოებით, 07:00 საათისთვის სახლში დარეკა გურამ ამირხანაშვილმა და იკითხა, გიორგი იყო თუ არა სახლში მოსული. ვუთხარით, რომ გიორგი სახლში დაბრუნებული არ იყო. მან მითხრა, რომ მცხეთაში, დაბადების დღეზე მოხდა ჩხუბი, რის გამოც დაიმალა და ამის შემდეგ ვეღარ ნახა გიორგი. ამაზე ძალიან გავნერვიულდი. ჩემს ქალიშვილთან, გურამ ამირხანაშვილთან, ლაშა გურეშიძესთან, მაკა ნადირაძესთან და ოლეგ გოგოხიძესთან ერთად წავედით მცხეთაში გიორგის მოსაძებნად.

პარალელურად, ყველამ დავიწყეთ ძებნა გიორგის სამეგობროსა და სანაცნობოში. მისი ადგილსამყოფელის შესახებ არავინ არაფერი იცოდა. ჩავედით მცხეთაში და ამირხანაშვილმა გვაჩვენა ადგილი, სადაც ბოლოს გიორგი ნახა. თავდაპირველად მივედით დაბადების დღის ადგილას, შემდეგ წამოვედით ხიდებთან და გურამმა გვაჩვენა ის ადგილი, სადაც თავად დაიმალა და ადგილი, საითაც დაინახა, რომ გიორგი გარბოდა. აღნიშნულ პერიმეტრზე გიორგის ძებნა დავიწყეთ, ვფიქრობდი, რომ ჰქონდა რამე ტრამვა მიღებული და ხმამაღლა ვეძახდით და ვეძებდით აღნიშნულ პეიმეტრზე. ამავდროულად, 112-შიც განვაცხადეთ ბავშვის დაკარგვის შესახებ. ამის შემდეგ ინტენსიურად დაიწყო გიორგის სამძებრო სამუშაოები", - წერს თამარ შაქარაშვილი ჩვენებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×