
„იცნობდეთ ილია ძოწენიძეს, რომელმაც 9 შვილიან, ფუტკარაძეების ოჯახს, 45 000 ლარი ჩაურიცხა", - მოქალაქეი ნიკოლოზ დარსაველიძე, სოფიალურ ქველში სტატუსს ავრცელებს და იმ მამაკაცის შესახებ წერს, რომელიც ფუტკარაძეების 9 შვილიანი ოჯახს დაეხმარა.
„იცნობდეთ ილია ძოწენიძეს. რუსეთის მოქალაქე, რომელმაც 9 შვილიან, ფუტკარაძეების ოჯახს, 45 000 ლარი ჩაურიცხა და სოც.სააგენტოს თითიდან გამოწოვილი ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილა!
აგრეთვე, შეეწია პატარა ნიკოლოზის დედას და იმედია, ბავშვი მალე დაუბრუნდება დედას!გრანტებით და კორუფციით გამილიონერებულ აქოურ ბოზნესმენებს, დიდად არ ესიამოვნებათ, ჯერ ხომ ამაზონის ტყეებია გადასარჩენი!!!"- წერს დარსაველიძე.
შეგახსენებთ, რომ ხელვაჩაურის რაიონის სოფელ თხილნარში მცხოვრებ ფუტკარაძეების ოჯახს სოციალურმა სამსახურმა ბავშვები ჩამოართვა. სოციალურ სამსახურში ბავშვთა უგულებელყოფისა და მძიმე პირობების შესახებ საუბრობენ, რამაც ოჯახიდან მათი გაყვანა აუცილებელი გახადა.
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორეს დახმარებიტ ფუტკარაძეებს ბავშვები დაუბრუნეს. პატრიარქი პირადად იყო ინფორმირებული ამ პრობლემის შესახებ, სწორედ მან დაავალა მეუფე შიოს საკითხში გარკვევა, რომელსაც ჰქონდა კომუნიკაცია სოციალურ სამსახურთან. შესაბამისად, ბავშვები მშობლებს დაუბრუნეს.