რეზონანსი
20.08.2020

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე, სადაც ავტომობილში, თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი იპოვეს, საგამოძიებო ექსპერიმენტი მიმდინარეობს.

ადვოკატ მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ექსპერიმენტი 24 საათის განმავლობაში გაგრძელდება.

მისივე თქმით, სწორედ აღნიშნულმა ექსპერიმენტმა უნდა გასცეს არსებულ კითხვებს პასუხი.

„ტემპერატურა გაიზომება ავტომობილში, რომელშიც ხუთი დღის განმავლობაში იყო ცხედარი. აგრეთვე, დადგინდება, თუ როგორ მდგომარეობაში იყო ცხედარი. ეს არის 24-საათიანი ექსპერიმენტი და კეთდება იმისთვის, რომ ჭეშმარიტება დადასტურდეს. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. ამ ყველაფერს სჭირდება შემოწმება და ექსპერტების დასკვნა. საზოგადოებას არსებულ კითხვებს გავაცნობთ. უნდა შემოვიდეს ავტომობილი, რომელშიც თამარ ბაჩალიაშვილი იყო, უნდა შემოვიდეს იმ გზით, რა გზითაც ვითომ შემოვიდა. ეს მანქანა იყო შემოყვანილი, რასაც სატელიტური სურათების მეშვეობით დავადასტურებთ", - განაცხადა რამიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×