რეზონანსი
19.08.2020

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ხელისუფლების ოპონენტებს სურვილი აქვთ, რომ საქართველოში პანდემიის მიმართულებით უარესი სიტუაცია იყოს.

როგორც კალაძე ამბობს, ოპოზიციის წარმომადგენლებს არ მოსწონთ, როგორ გაუმკლავდა მმართველი გუნდი პანდემიას.

„ამ ადამიანებს არ სიამოვნებთ, თუ როგორ გაუმკლავდა ხელისუფლება პანდემიასთან ბრძოლას, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო შედეგები გვაქვს. რა თქმა უნდა, ამას ძალიან კარგად აფასებს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა და ეს ყველა კვლევაში ჩანს. ეს არ მოსწონთ მათ და ალბათ, ძალიან დიდი სურვილი ექნებოდათ და აქვთ დღესაც, რომ საქართველოში პანდემიის მიმართულებით იყოს ბევრად უარესი სიტუაცია, დარწმუნებული ვარ, მათ ეს სურვილი და განცდა აქვთ, თუმცა ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა და დავიცვათ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის სიცოცხლე და ჯანმრთელობის უსაფრთხოება“,- განაცხადა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×