
„ენდიაის“ კვლევაში ბევრი უზუსტობა იყო, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა, კახა კალაძემ განუცხადა.
„მეც წავიკითხე ეს კვლევის შედეგები. აშკარად გარკვეული უზუსტობები არის და რატომ არის ეს უზუსტობები, რა თქმა უნდა, უნდა ვკითხოთ მათ, ვინც გააკეთა, ვინ იყო, ვინ იკვლევდა. ხომ უნდა არსებობდეს რაღაც ფაქტები, რაზეც იქ საუბარი იყო, მედიაში მგონი რაღაც დროებითი მმართველის შესვლაზე და ა.შ. ძალიან ბევრი უზუსტობა იყო. რაც შეეხება არჩევნებს, არჩევნები ჩატარდება მშვიდ გარემოში, სადაც ყველა პოლიტიკურ სუბიექტს მიეცემა თანაბარი შესაძლებლობა, საზოგადოებას წარუდგინონ თავისი ხედვა, მიაწოდონ თავისი გეგმები, თუ როგორ ფიქრობენ ქვეყნის განვითარებაზე, წარუდგინონ პროგრამები. ამის შესაძლებლობა ყველა პოლიტიკურ პარტიას მიეცემა თანაბარ პირობებში“, – განაცხადა კახა კალაძემ.
„გული გაუჩერდა, სუნთქვაც შეწყვიტა…“ – ბახმაროში სასწრაფო დახმარების ექიმებმა 67 წლის ქალი გადაარჩინეს
„ქალბატონმა გვითხრა, რომ დაახლოებით 8 საათი ტკიოდა გული“ - რა მოხდა ბახმაროში სადაც 67 წლის ქალი სიკვდილს გადაურჩა