
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტის ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მათ უნივერსიტეტს შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი.
მემორანდუმის თანახმად, სამხედრო პირები და მათი ოჯახის წევრები, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში უფასოდ ისწავლიან.
„ერთი მხრივ, ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობა და მეორე მხრივ, სამხედრო საქმის პოპულარიზება, უმნიშვნელოვანესია ჩვენი საზოგადოებისთვის. სწორედ ამიტომ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის გადაწყვეტილებით, სამხედრო პირების და მათი ოჯახის წევრების (მეუღლე, შვილი) SANGU-ში სწავლის წლიური საფასურის 50%-ს სამინისტრო ხოლო, დარჩენილ 50%-ს თავად უნივერსიტეტი დაფარავს.
იმ შემთხვევაში თუ სტუდენტი მოიპოვებს 100%-იან სახელმწიფო გრანტს, უნივერსიტეტის მხრიდან მას 125 ლარიანი ყოველთვიური სტიპენდია დაენიშნება. ფინანსური მხარდაჭერა გაგრძელდება ყოველ მომდევნო სემესტრში, თუ აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი წინა სემესტრში არ იქნება 81 ქულაზე ნაკლები.“ – ნათქვამია განცხადებაში.