რეზონანსი
19.08.2020

თბილისის მერიის მიერ დანერგილი ახალი საპილოტე პროექტი, რომელიც პარკირებისთვის საათობრივ გადასახადს გულისხმობს, კახი კალაძის განცხადებით, წარმატებით მიმდინარეობს და იგივე პრინციპი საბურთალოზე – პეკინის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზეც განხორციელდება. ამის შესახებ კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მერის განმარტებით, აღნიშნულ ქუჩაზე მცხოვრები პირებისთვის ავტომობილების პარკირება სრულიად უფასო, ხოლო სხვა უბნიდან შემოსულებისთვის პირველი 15 წუთიც უფასო და მომდევნო დრო ფასიანი იქნება. პარკირება უფასო იქნება შშმ პირებისთვის და მათთვის, ვისაც ელექტრომობილი ჰყავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×