
საქართველოს რეიტინგის უცვლელად დატოვება მაშინ, როდესაც აშშ - ის, იაპონიის, საფრანგეთის და ბევრი სხვა განვითარებული ქვეყნის, ასევე ჩვენი მეზობელი სახელმწიფოების შედეგები გაუარესდა, ძალიან საამაყო და მისასალმებელია, - ამის შესახებ თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორმა, ეკონომიკის ექსპერტმა ვახტანგ ჭარაიამ განაცხადა.
„სუვერენული რეიტინგი ქვეყნის ერთ-ერთი ფუნდამენტური მაჩვენებელია. საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიის დასკვნას ქვეყნის შესახებ ხელოვნურად ვერ შეცვლი, თუ არ არის მიღწეული ის შედეგები, რომელიც საჭიროა სუვერენული საკრედიტო რეიტინგის გასაუმჯობესებლად. ამდენად, საქართველოს რეიტინგის უცვლელად დატოვება მაშინ, როდესაც აშშ - ის, იაპონიის, საფრანგეთის და ბევრი სხვა განვითარებული ქვეყნის, ასევე ჩვენი მეზობელი სახელმწიფოების შედეგები გაუარესდა, ძალიან საამაყო და მისასალმებელია. ეს ფაქტი იმას ასახავს, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, მათ შორის, პოლიტიკური, მაკროეკონომიკური და სხვა, მოწოდების სიმაღლეზეა და პანდემიამ მათი უკან დახევა ვერ შეძლო,“ - განაცხადა ვახტანგ ჭარაიამ, რომელმაც მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრისა და ეკონომიკური კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრაში.