რეზონანსი
19.08.2020

საფრანგეთი და გერმანია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეფორმირების ინიციატივით გამოდიან. როგორც საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რეფორმა ჯანმოს უფლებამოსილებისა და დაფინანსების გაზრდას ითვალისწინებს.

საფრანგეთსა და გერმანიაში მიიჩნევენ, რომ ჯანმოს ძირითადი ამოცანები ეპიდემიების თავიდან აცილების თვალსაზრისით საკმარისად არ ფინანსდება და იურიდიული უფლებამოსილება არ აქვს.

ბერლინში და პარიზში აცხადებენ, რომ ჯანმოს თავისი ამოცანების შესასრულებლად შესაძლებლობები არ აქვს. როგორც სააგენტო Reuters-ი აღნიშნავს, გერმანიისა და საფრანგეთის ინიციატივა, შესაძლოა, სექტემბერში განიხილონ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×