რეზონანსი
19.08.2020

ედუარდ ხაჟალიას დეტალურად გამოკითხვით, გამოძიება მხოლოდ "პოლიტმეტრში" გასული სიუჟეტის შემდეგ დაინტერესდა. ფორმულამ გაარკვია, რომ ვახტანგ ჩიქოვანის სატელეფონო ამონაწერებში შაქარაშვილის გაუჩინარებიდან 1 საათში, ხაჟალიასთან 47 ზარი ფიქსირდება. შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოსვლის შემდეგ დაკითხული მედიასთან არ საუბრობს, მისი დედა კი მომხდარის ღამეს ჩიქოვანთან შვილის კომუნიკაციას ადასტურებს.

ედუარდ ხაჟალიას საგამოძიებო უწყებისთვის მიცემული პირველი ჩვენებისგან განსხვავებით, ხაჟალიას დედამ დღეს ფორმულანიუსს დაუდასტურა, რომ მისი შვილი 18-19 ივნისის ღამეს თავის ახლო მეგობარს რამდენჯერმე ესაუბრა. პირველი ზარი ჩხუბის შემდეგ ხაჟალიასთან ჩიქოვანმა განახორციელა. როგორც ნინო ხაჟალია ამბობს, ზარების შინაარსი მისთვის უცნობია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×