
შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ზ.ხ.-ს მამა აცხადებს, რომ ალტერნატიულ გამოძიებას აწარმოებს.
ბრალდებულის მამა ჟურნალისტებთან საუბრისას ყვება, რომ ის კონტრდაზვერვაში მუშაობდა და გამოძება მის ყოფილ თანამშრომლებთან ერთად დაიწყო.
ზ.ხ.-ს მამის თქმით, მან მისთვის სანდო პირი გუკა ამირხანაშვილის საცხოვრებელ სახლთან მიაგზავნა, რომელიც ამირხანაშვილის მეგობრებს დაუმეგობრდა და მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოიპოვა, რომელსაც მალე გაასაჯაროვებს.
"კონტრდაზვერვაში ვმუშაობდი, იუსტიციის სახლში ვმუშაობდი, დივერსიულ ჯგუფში ვმუშაობდი, სხვადასხვა სტრუქტურიდან ყველგან მყავს ხალხი, დავადგინე, ამირხანაშვილი და შაქარაშვილი იყვნენ ერთად დამალულები შენობის უკან, სადაც გარდაიცვალა იმ ადგილას იმალებოდნენ ზუსტად. სიცრუის დეტექტორზე თქვას, რომ არ დაუნახია როგორ გარდაიცვალა შაქარაშვილი" - აცხადებს ზ.ხ.-ს მამა.