
ჩვენი პრიორიტეტული მიზანია, არჩევნები ჩატარდეს უპრეცედენტოდ გამჭვირვალედ, დემოკრატიის მაღალი ხარისხით და რა თქმა უნდა, არა მხოლოდ NDI-ის, რომელსაც ძალიან დიდ პატივს ვცემთ, სხვა ნებისმიერი ორგანიზაციის რეკომენდაციებს გავითვალისწინებთ, რომელიც შეიძლება გამომდინარეობდეს რაციონალური პრინციპებიდან და შეიძლება ეყრდნობოდეს ნებისმიერ რეალურ ინფორმაციას“, - ასე გამოეხმაურა ვიცე-სპიკერი მამუკა მდინარაძე ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) სადამკვირვებლო დელეგაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს, სადაც წინასაარჩევნო გარემოა შეფასებული.
მამუკა მდინარაძის განცხადებით, ანგარიშში არის ისეთი პუნქტები, რომელიც არასწორ ინფორმაციაზეა დაფუძნებული, რაც სავარაუდოდ, ქართველი ექსპერტების მიწოდებულია,
მისივე თქმით, ხელისუფლება აპირებს გააანალიზოს და გაიზიაროს ყველა ობიექტური ინფორმაცია, რათა ოპოზიციას სპეკულაციებისთვის სივრცე პრაქტიკულად არ დარჩეს.