რეზონანსი
19.08.2020

მსახიობი ლაშა კუხიანიძე მრავალსართულიანი კორპუსიდან გადავარდა და დაიღუპა.

ჟურნალ „სარკის“ ინფორმაციით, გამოძიება რამდენიმე მიმართულებით მუშაობს, მათ შორის თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაც.

ჟურნალის დღევანდელ ნომერში ვკითხულობთ, რომ ლაშა კუხიანიძე გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე დაინიშნა და ძალიან ბედნიერი იყო.

ლაშა მსახიობი გახლდათ. ბათუმის დრამატულ თეატრში თამაშობდა და სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში’ გამომძიებლის როლს ასრულებდა.

ახალგაზრდა კაცს უკონფლიქტო, ჰუმანურ და ძალიან ნიჭიერ მსახიობად ახასიათებენ მეგობრები.

მსახიობი ქუთაისში 16 აგვისტოს დაკრძალეს და უკანასკნელ გზაზე ტაშით გააცილეს.

 საქმეში ბევრი ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებაა. ერთ-ერთი ჩვენების თანახმად, ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე ოთახიდან კონფლიქტის ხმა გამოდიოდა და ნომერში ინვენტარი დაზიანებული იყო, თუმცა ჟურნალი აღნიშნავს, რომ ეს ოფიციალური ინფორმაცია არაა და ზუსტი პასუხი ოჯახის წევრებს გამოძიებამ უნდა გასცეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×