რეზონანსი
19.08.2020

რამდენიმე დღის წინ ავარიის შედეგად სოფელ აკეთის მკვიდრი გივი მორჩილაძე დაიღუპა. ავარია ქარელის გზაზე მოხდა. თბილისისკენ მიმავალს ავტომობილში მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი ეჯდა.

ავარიის შედეგად მეუღლემ მცირე დაზიანება მიიღო ბავშვი კი უვნებელი გადარჩა. სამწუხაროდ გივიკო საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ დაიღუპა.

სწორედ ამ ტრაგედიის დრეებში, სოფელ აკეთში პრეზიდენტის ვიზიტი იყო დაგეგმილი. ეს სწორედ ის დღეა, ანზორ ერქომაიშვილი ღირსების ორდენით რომ დააჯილდოვეს. 

პრეზიდენტის საზეიმო მიღება სოფელ აკეთში, ისტორიული ტაძრის ტერიტორიაზე უნდა გამართულიყო, თუმცა ტრაგიკული ფაქტის გამო, სოფლის ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით, ღონისძიება გაუქმდა და სხვა სოფელში ჩატარდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×