რეზონანსი
19.08.2020

სვანეთში მოქალაქეებს საკარანტინო სივრცის დატოვება ტესტირების ჩატარების შემდეგ, მომავალი კვირიდან შეეძლებათ - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. მისი თქმით, საკარანტინე სივრცეებში დღევანდელი მონაცემებით 1600-მდე ადამიანია გადაყვანილი.

„მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ მომდევნო კვირის დასაწყისიდან, ტესტირების შესაბამისად მოხდება ადამიანების გამოშვება საკარანტინე სივრცეებიდან. მინდა მადლობა გადავუხადო სვანეთის მცხოვრებლებს, ასევე დამსვენებლებს მათი თანამშრომლობისთვის, გამგებიანობისთვის, რადგან ჩვენ გვესმის, რომ შექმნილი ვითარება მათთვის კომფორტის ზონიდან გამოსვლას უდრიდა მიუხედავად იმისა, რომ მაქსიმალურად შევეცადეთ, თითოეული მათგანისთვის კომფორტული გარემო პირობები შეგვექმნა საკარანტინე სივრცეში“, - განაცხადა ქვრივიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×