
პნევმატური იარაღი, რომლიდანაც თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კინდოლში 9 წლის ბიჭმა დაზიანება მიიღო, ინციდენტში მონაწილე მოზარდს ეკუთვნის.
ადგილობრივების ინფორმაციით, ბავშვები, სახლიდან მოშორებით თამაშობდნენ, რა დროსაც მოზარდს იარაღი შემთხვევით გაუვარდა.
„ტირის თოფს რომ ვეძახით, მაგით თამაშობდნენ. როგორც ვიცი, იარაღი მხარზე ედო იმას, ვისაც გაუვარდა. გასროლა შემთხვევით მოხდა და თავისივე თანატოლი დააზიანა. ახლო მანძილში ყოფილან ერთმანეთთან და დაზარალებულს ღვიძლში აქვს მოხვედრილი. იარაღი, ალბათ მშობლებმა უყიდეს, სხვა ბავშვებიც მინახავს ასეთი თოფით“, – უთხრა „პრაიმტაიმს“ ერთ-ერთმა ადგილობრივმა.
იხილეთ სრულად: პრაიმტაიმი