რეზონანსი
19.08.2020

ძალიან პოზიტიური ტენდენცია შეინიშნება შიდა ტურისტული ნაკადების საქართველოში, სხვადასხვა კურორტზე, შესაბამისად დღევანდელ საკოორდინაციო საბჭოზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კიდევ უფრო მეტი კონცენტრირება მოხდება ისეთ საკურორტო ზონებზე, როგორიც არის შავიზღვპირეთი, - ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„მოხდება ყველა იმ თანამშრომლის, ადამიანის ტესტირება, რომელიც აქტიურად ჩართულია სერვისის მიწოდების ნაწილში ტურისტულ სხვადასხვა ობიექტზე, ეს მნიშვნელოვანია, რადგან თითოეული ჩვენგანი მეტად ვიქნებით დაცული და ეს იქნება მეტად ხელშემწყობი ფაქტორი შიდა ტურისტული ნაკადების კიდევ უფრო მეტად გაზრდის“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×