რეზონანსი
19.08.2020

19 წლის ფეხბურთელის მკვლელობის საქმე - შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანის ზ.ხ-ს ოჯახი მთავარ პროკურატურასთან შიმშილობს.

დაკავებულის ოჯახი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს და ბრალდებულებისა და საქმის მთავარი მოწმეების, გურამ ამირხანაშვილისა და იაკობ ბრეგვაძის სიცრუის დეტექტორით გამოკითხვას ითხოვს.

დაკავებულის მამა ამბობს, რომ ამირხანაშვილი შაქარაშვილთან ერთად იმყოფებოდა და მან დაინახა, როგორ გადავარდა 19 წლის ფეხბურთელი მდინარეში.

"ამირხანაშვილმა დაინახა, როგორ ჩავარდა შაქარაშვილი წყალში. ამოვიდა და არავის არ უთხრა. დარწმუნებული ვარ ამაში და ახლა ფაქტებს ვაგროვებ. 3 დღე ვიშიმშილებ, შემდეგ გადავალ მშრალ შიმშილობაზე და ყველაფერს თუ არ შეასრულებენ, სუიციდით დავასრულებ სიცოცხლეს", - ამბობს დაკავებულის მამა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×